„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სრული მხარდაჭერა იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. ერთი შემთხვევაა, სადაც განსხვავებული პოზიციაა დაფიქსირებული, თუმცა მთლიანობაში უმრავლესობაში არსებული განწყობა გვაძლევს იმის თამამად თქმის საშუალებას, რომ ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ამ კანონპროექტის მხარდაჭერა. კახა ოქრიაშვილსაც გავესაუბრებით და გვექნება საინტერესო დისკუსია“
ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო უმრავლესობის ერთ – ერთი ლიდერი
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.