“რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის შემთხვევაში, 5 რაიონი იყო გაერთიანებული აქამდეც და ეს ხუთი დარჩება ერთ სამაჟორიტარო ოლქში. კიდევ მასზე დამატება, უკვე იმხელა ტერიტორია გამოდის, რომ შეუძლებელია ამაზე საუბარი. რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ 20 ოლქი, რასაც ოპოზიცია ითხოვდა სრული სიმახინჯე იყო, უკვე აქაც ჩანს. 30 ოლქის გამოყოფა და საზღვრების დადგენა რთულდება და თქვენ წამოიდგინეთ, ჩვენ რომ 20 ოლქს დავთანხმებოდით ოპოზიციას”
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.