„თბილისში ვფიქრობთ, რომ შვიდი საარჩევნო ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, რაც შეეხება სხვა ქალაქებს – ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, იქნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რუსთავის შემთხვევაში შეიძლება, საჭირო გახდეს მთელი რიგი მიმდებარე სოფლების დამატება. ფოთის შემთხვევაში საჭირო გახდება დამატებით ორი მუნიციპალიტეტის შეყვანა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი იქნება ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარული ოლქი და ა.შ. სხვადასხვა მიზეზის გამო, დიდი მანევრირების საშუალება არ არის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბუნებრივია, არის ევროსაბჭოს სტანდარტი, რომლის მიხედვით გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 15 პროცენტს“
ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.