გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) კვლევის თანახმად საჯარო სექტორში უხილავი და ფესვგადგმული გენდერული იერარქია არსებობს, რომელიც მუდმივად კაცებს ანიჭებს უპირატესობას.
კვლევაში, რომელიც საჯარო სექტორში, გენდერული თანასწორობის კუთხით, სამუშაო გარემოს, კარიერულ სვლას და პროფესიულ განვითარებას ასახავს, მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა საჯარო მოხელემ.
როგორც კვლევის შედეგად გამოვლინდა, საჯარო მოხელეების 86% მიიჩნევს, რომ საჯარო სექტორში კაცებს მეტი ძალაუფლება აქვთ, ხოლო 69% ფიქრობს, რომ სამსახურებრივი საქმიანობისას კაცები უფრო დაფასებულები არიან.
კვლევაში გამოყენებული იყო როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავდა ქალის და კაცის საჯარო მოხელეების, როგორც სირრმისელ გამოკითხვას, ისე ფოკუსჯგუფებთან მუშაობას, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე.
კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს შესაბამის უწყებებს უთანასწორობის სისტემური და კულტურული წინაპირობების გამოვლენასა და სწორი პოლიტიკის განსაზღვრას, რომელიც საჯარო სექტორში გენდერული თანასწორობის დანერგვას უზრუნველყოფს.
კვლევა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ჩაატარა.