“ჩემი მოადგილის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. ასევე, აღსანიშნავია, რომ თავად ბატონმა იურიმ თავი შეიკავა ყველა საჯარო გამოსვლისგან და ამ ეტაპზე ის თვითიზოლაციაში იმყოფება. სწორედ ეს ადასტურებს მის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ჩატარებული ტესტების შედეგად იური ნოზაძეს არ დაუდგინდა ვირუსი, მისი ვაჟი კი ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში – საჩხერეში იმყოფება”
ლევან დავითაშვილი – სოფლის მეურნეობის მინისტრი
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევა დადასტურდა.