ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველას ვთხოვ, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და მოგზაურობიდან დაბრუნებულები 14 დღე თვითიზოლაციაში დარჩნენ” – ეზუგბაია

ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია  მიმართავს საქართველოში მოგზაურობიდან, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებულ მგზავრებს, რომ გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და 14 დღე თვითიზოლაციაში გაატარონ.

როგორც ეზუგბაია აცხადებს, თვითიზოლაცია ერთ-ერთი გარანტიაა, რომ დაავადების გავრცელება შემცირდეს.

„ყველა ადამიანმა, რომელიც დაბრუნდება ქვეყანაში, განსაკუთრებით ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნებიდან, ესენია – კორეა, ჩინეთი, იტალია და ირანი, გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და 14 დღის განმავლობაში იყოს თვითიზოლაციაში ბინაზე. ეს არის ყველაზე საუკეთესო საქციელი, მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც  დაავადების გავრცელებას შეამცირებს. თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანს აქვს ძალიან მცირე კონტაქტები სხვა პირებთან. ამით ყოველთვის იქნება შეჩერებული დაავადების გავრცელება“, -აცხადებს ეზუგბაია.

ეზუგბაიას თქმით, თუ რომელიმესთან თვითიზოლაციის პირობებში გამოვლინდება კლინიკა, მოხდება ასეთი პირების გადმოყვანა და გამოკვლევა.

„ამიტომ ყველაზე მთავარი, ყველას ვთხოვ, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, თავისი ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ დიდი სიყვარული, ჩამომსვლელებს ვთხოვ, ორი კვირის განმავლობაში დარჩნენ საკუთარ ბინაზე თვითიზოლაციაში“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

 

იტვირთბა....