„ეს ნიშნავს იმას, რომ ქაჯეთის ციხე დაინგრევა, ქართველი ხალხი გათავისუფლდება, ხელისუფლება მშვიდობიანად, საარჩევნო გზებით შეიცვლება და შესრულდება ის, რისთვისაც მთელი ერი ფაქტობრივად ბარიკადებზე იყო გამოსული. მინდა, ყველას მივულოცო ეს. თუმცა არ გვავიწყდება, რომ მოჭრილი შხამიანი გველის თავიც ინსტიქტურად რამდენიმე ხანს კიდევ იკბინება. შესაბამისად, ჩვენ მზად ვრთ იმ თავის გასასრესად, თუ დააღებს პირს კიდევ დასაკბენად, ამის გარანტიას ვაძლევთ რეჟიმს. აღნიშნული მიზნით ოპიზიციური საკონსულტაციო ფორმატი შენარჩუნებული და გაძლიერებული იქნება, თანაშრომლობა მაჟორიტარულ ბლოკებზე იქნება განხორიცელებული და ჩაიყრება საფუძველი იმისა, რომ ქვეყანა კი არ მართოს, არამედ ქვეყანას კოალიციური მთავრობა ემსახუროს“
შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.