“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიია განაგრძობს მოლაპარაკებებს, ვინაიდან ხელისუფლებასთან შეთანხმება ყველა საკითხზე არ მომხდარა. 5
როგორც ბურძანაძემ “ლეიბორისტულ პარტიაში” გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საუბარი იყო მაჟორიტარული ოლქების სახღვრებზეც.
ამასთან, პარტიის ლიდერი როგორც აღნიშნავს, ოპოზიცია მაჟორიტარობის ისეთ კანდიდატებს წარადგენს, რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღები იქნება.
“სრულიად ოპოზიციური სახელით გავრცელდება დოკუმენტი, სადაც დაფიქსირებულია ოპოზიციის პოზიცია. ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას და მოლაპარაკებებს, ვინაიდან ამ შეთანხმების ერთობა არ მომხდარა.
საუბარი იყო მაჟორიტარულ ოლქებზე. უნდა შეჯერდეს მაჟორიტარული ოლქების საზღვრები. ამაზე ხელისუფლებაც მუშაობს და წარმოადგენენ საზღვრებს. აქ, ვფიქრობ, რომ შეთანხმება მეტ-ნაკლებად ადვილად იქნება მიღწეული და ამის შემდეგ შევთანმდებით გვარებზე. ჩვენ შევეცდებით, ისეთი კანდიდატები იყვნენ წარმოდგენილები, რომლებიც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის იქნება მისაღები”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.