„ძალიან ბევრისთვის ეს 1% საცდური აღმოჩნდება. მაგრამ ამის მიუხედავად, ფაქტი ის არის, რომ ოპოზიციური ხმები დაიქსაქსება და დაიქსაქსება ოპოზიციური რესურსიც. გარდა ამისა, ხელისუფლებისთვის ძალიან მარტივია 1%-იან პარტიებთან ვაჭრობა ანუ იმათთან, ვისაც მხოლოდ 1 ან 2 ადამიანის გაყვანის რესურსი აქვს პარლამენტში. ამიტომ ეს ბარიერი არის, მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი მთავარი ხაფანგი ოპოზიციისთვის“
ხათუნა ლაგაზიძე – პოლიტოლოგი
ინტერპრესნიუსი
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.