მთავარი ციტატა

“დასავლეთმა დიდი ძალისხმევა არ გამოიჩინა ოპოზიციის იმ მოთხოვნაზე, რომელიც  „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებდა”

„ის, რომ დასავლეთს ხელისუფლებაზე ზეწოლის რესურსი აქვს და ძალიან დიდი, ეს გამოჩნდა ამ შედეგით. გამოჩნდა ისიც, რომ დასავლეთმა მაინც და მაინც დიდი ძალისხმევა არ გამოიჩინა ოპოზიციის იმ მოთხოვნაზე, რომელიც 130/20-ზე პროპორციას ითვალისწინებდა, რომელიც „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებდა. დასავლეთიც ხედავს, რომ ოპოზიციას შიდა მხარდაჭერის რესურსი ნაკლები აქვს და აქედან გამომდინარე, მან გააკეთა საქართელოში სამოქალაქო სტაბილურობისთვის ის, რაც საჭიროდ ჩათვალა”

ხათუნა ლაგაზიძე – პოლიტოლოგი

ინტერპრესნიუსი

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.

 

იტვირთბა....