“საინტერესოა ორმაგი სტანდარტი, ღიმილის მომგვრელია, რომ ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას” უკიჟინებენ, არ გაბედოს და „პატრიოტთა ალიანსს” ხელიც კი არ ჩამოართვას, მეორე მხრივ კი, ვხედავთ, შეთანხმებებს აღწევენ, ერთად სხედან, მშვენივრად საუბრობენ და ერთმანეთს მოკავშირეებად განიხილავენ მაგალითად, გიგა ბოკერია, ნინო ბურჯანაძე და სხვა პარტიები, რომელთაც პრეტენზია აქვთ, რომ პროდასავლური არიან. არ ვიცი, ბოლო პერიოდში ნინო ბურჯანაძემ პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა? იყო პრორუსი და რჩება პრორუსად”
სოფო კილაძე – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.