“ბიუროსა და პარლამენტის სხდომებში მონაწილეობას კვლავ არ ვაპირებთ. სხდომას დავესწრებით მას შემდეგ, როდესაც კენჭისყრაზე დადგება ის საკითხი, რომელიც შეთანხმების საგანი იყო, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებები“
აკაკი ბობოხიძე – „ევროპული საქართველო – რეგიონების“ წევრი
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.