პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიზანი იყო, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეჩვენებინა, რომ ის უფრთხილდება და პატივს სცემს დემოკტარიულ ღირებულებეს.
ამის შესახებ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას გამოეხმაურა.
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2012 წლიდან დემოკრატიული პრინციპებით ტარდება და გამონაკლისი არც 2020 წლის არჩევნები იქნება.
“ჩვენ ვაპირებთ, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი. ხელისუფლებას და საქართველოს აქვს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ისტორია, 2012 წლიდან საქართველოში არჩევნები ტარდება დემოკრატიულად და ჩვენი მიზანია, რომ 2020 წელსაც არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად. ჩვენი მიზანი იყო, გვეჩვენებინა პარტნიორებისთვის, რომ ხელისუფლება უფრთხილდება და პატივს სცემს დემოკტარიულ ღირებულებეს.
მისივე თქმით, ყველა დოკუმენტი, რაზეც ოპოზიციასა და ხელისფლებას შორის შეტახმება შდგა, გამოქვეყნდა საჯაროდ.
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.