ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით დაინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი ესპანეთიდან ჩამოვიდა და კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოორნავირუსიტ ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი ესპანეთიდან ჩამოვიდა, მეორეს კი კონტაქტი ჰქონდა იმ მამაკაცთან, რომელიც მეოთხე ინფიცირებული შემთხვევაა.

ეზუგბაიას თქმით, ხდება ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, რომლებსაც ინფიცირებულ პაციენტებთან ჰქონდა კონტაქტი.

“ორი ახალი პაციენტიდან ერთი გახლავთ მეოთხე პაციენტის კლასტერში, ანუ მას ჰქონდა კონტაქტი იმ პირთან, რომელიც მეოთხე ინფიცირებული შემთხვევაა. მეორე დადასტურებული შემთხვევა ეს არის ესპანეთიდან ჩამოსული პირი, მაგრამ მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ეს შემოტანილი შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს ესპანეთის შემთხვევად, თუ იტალიის შემთხვევად. ამას ამ წუთში ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მოხდება ახალი პაციენტების კონტაქტების მოკვლევა“, – აღნიშნავს ეზუგბაია.

მისივე ცნობით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტი წევს.

ბოლო მონაცემებით კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....