ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობის პროცესში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობითი სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პროცესში დღეს დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო.

“ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.

შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე, ასევე, იმყოფება სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი.

ცეცხლი ქარსაცავ ზოლს უკიდია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....