ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აბასთუმნის საკარანტინო ზონაში ბულგარეთის 2 მოქალაქე შეიყვანეს

აბასთუმანი

აბასთუმნის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო ზონაა მოწყობილი, ბულგარეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს.

კარანტინში მყოფებს ტემპერატურული სკრინინგი ჩაუტარდებათ, საეჭვო სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში, კი პაციენტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაგზავნიან.

ექიმების ინფორმაციით, ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.

ფილტვის ცენტრი 8 პაციენტმა უკვე დატოვა. ამ დროისთვის, აბასთუმანში 20 პირს აკვირდებიან. რაც შეეხება ახალციხეს, თვითიზოლაციაში 14-დან 11 პირი რჩება. მოქალაქეები, ძირითადად, იტალიიდან არიან შემოსულები.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....