ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“- გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანება და მას მნიშვნელოვანს უწოდებს.

როგორც გახარია აღნიშნავს, საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია

მთავრობის მეთაური საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობას უხდის.

“საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა. ეს შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლიტიკური გარემოს დასტაბილურების, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების და საარჩევნო წელს ქვეყნის სტაბილური, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის,” – წერს გიორგი გახარია

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.

 

იტვირთბა....