ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ქარსაცავი ზოლი იწვის

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ქარსაცავ ზოლს ცეცხლი უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.

“შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. დილიდან, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ქრობით სამუშაოებში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ასევე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ხანძრის ქრობის პროცესში”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....