მთავარი ციტატა

“ამ შეთანხმებით ქვეყანამ მიიღო შანსი ნორმალური საარჩევნო ცვლილების”

“ამ შეთანხმებით საზოგადოებამ და ქვეყანამ მიიღო შანსი და შესაძლებლობა ნორმალური ან შედარებით ნორმალური საარჩევნო კამპანიის, დაპირისპირების განმუხტვის და ნორმალური საარჩევნო ცვლილების. ბუნებრივია, საარჩევნო ცვლილება მოხდება და ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხდება არჩევნებში, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ პირობებში დამარცხდება. ჩვენი ამოცანა, ხომ მხოლოდ ივანიშვილის მშვიდობიან არჩვენებში დამარცხება არ არის, არის ნაკლები ზიანით, ნაკლები რისკებით”

გიგა ბოკერია “- ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

“ტვ პირველი”

შეგახსენებთ, საარჩევნო მოდელზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება მიღწეულია.

საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, 1%-იან საარჩევნო და 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.

 

იტვირთბა....