ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხალხის დიდ ნაწილს უნდა, ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში”

“ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობისა და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ”, – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქზე” გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი მობილიზებაა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტპატიმრების ნაწილის გამოსვლა, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები. ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს და საერთოდ უნდა იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი.

იდეალურ საარჩევნო სისტემას ახლა ვერ მივიღებთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ დავანგრევთ მის ოცნებას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, მერე, რა თქმა უნდა, შეიძლება მიღება უკეთესი საარჩევნო სისტემისაც. ახლა მთავარია მობილიზება, შეტევა და გამარჯვებისკენ ძალიან დარწმუნებული, გაერთიანებული ძალებით სვლა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.

იტვირთბა....