“1990 წლის შემდეგ შეიძლება წელს პირველად ჩავატაროთ არჩევნები, რომლის შედეგებსაც აღიარებს ყველა მონაწილე სუბიექტი. ბევრი გვაკრიტიკებდა, რატომ სხედხართ ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტთან – აი, ამიტომ ვსხედვართ, განსხვავებული სუბიექტების ერთად ყოფნამ მოიტანა დღევანდელი დღე. ხელისუფლების შიგნითაც გაიმარჯვა საღმა აზრმა”
კახა კუკავა, “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი
TV პირველი, “დღის ამბები”
შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.