aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კაცობრიობა დაამარცხებს კორონავირუსს, ისევე როგორც დაამარცხა ბევრი სხვა დაავადება, მაგალითად კეთრი” – მეუფე ნიკოლოზი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“უფალი მეფობს და ყველას კიდევ ერთხელ მინდა გადმოგცეთ პატრიარქის დალოცვა, გითხრათ, ნუ გეშინიათ ამ ვირუსის, კაცობრიობა მას დაამარცხებს” – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ერთიანი ძალებით კაცობრიობა დაამარცხებს კორონავირუსს, ისევე როგორც დაამარცხა ბევრი სხვა დაავადება, მაგალითად კეთრი.

„კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და არა მარტო ჩვენი ქვეყანა, მთელი მსოფლიო, ეს არის ახალი ვირუსი, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა დედამიწაზე, როდესაც ვრცელდება ვირუსი, როდესაც ვრცელდება დაავადება. ყოფილა უფრო მძიმე შემთხვევები, მაგრამ უფალი მეფობს და ყველას კიდევ ერთხელ მინდა გადმოგცეთ პატრიარქის დალოცვა და გითხრათ, ნუ გეშინიათ ამ ვირუსის, კაცობრიობა დაამარცხებს ამ ვირუსს. რა თქმა უნდა, ძნელია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, რომელიც შეიძლება არ არის სათანადოდ მზად ასეთი ბრძოლისათვის, მაგრამ ერთიანი ძალებით კაცობრიობა დაამარცხებს ამ ვირუსს, ისევე როგორც დაამარცხა ბევრი სხვა დაავადება, მაგალითად კეთრი, რომელიც აღარ არის მსოფლიოში, საშინელი დაავადება, რომელიც ვრცელდებოდა, საშინლად გადამდები იყო და ჯერ კიდევ 60-იან წლებში კეთრის შემთხვევები არსებობდა. კაცობრიობამ გადალახა და კაცობრიობა გადალახავს ამ ვირუსსაც“ ,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

იტვირთბა....