aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტია მზად არის კონსენსუსისთვის” – ეკა ბესელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ჟურნალისტებთან განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, შესაძლებელია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ კონსენსუსისკენ ნაბიჯი გადადგას.

როგორც ბესელია აცხადებს, ამ ეტაპზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„მივედით უკვე საკვანძო მომენტთან. რამდენიმე დღეში, ოთხშაბათს უნდა დაინიცირდეს ახალი კონსტიტუციური კანონპროექტი. მე იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტია მზად არის ამ კონსენსუსისა და ცვლილებებისთვის. ამ ორ დღეში გვექნება აქტიური კონსულტაციები და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მოინახოს კომპრომისული გზა, მე მაქვს იმედი, რომ ეს შესაძლებელია. ასეთი ძლიერი ჩართულობა საერთაშორისო ორგანიზაციებს არასოდეს არ ჰქონიათ და მადლობა მინდა ვუთხრა დიპლომატებს ამისთვის. ალბათ უკვე ამ ორ დღეში გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ, რა კონკრეტული ცვლილებებისთვის ვიქნებით მზად. ახლა მთელი პასუხისმგებლლობა გადავიდა მმართველ პარტიაზე. გვაქვს უკვე ბოლო კონსულტაციები და ალბათ დღეს, ხვალ, მაქსიმუმ ზეგ ყველაფერი ცნობილი გახდება“,- განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 130/20-ზე სისტემაზე მოხდეს შეთანხმება, ბესელია აცხადებს, რომ „მგონი შესაძლებელია“.

„ეს იქნება არა ერთი საკითხი, არამედ მთლიანად პაკეტში ცვლილელები, მათ შორის ეს ეხება ბარიერის თემას, არაძალადობრივ გარემოს, პროპორციული რაოდენობის თვალსაზრისით უფრო მეტად გაზრდას, ოლქების სწორად გადანაწილებას. იმედი მაქვს, შევძლებთ ამ მზაობით, მივიდეთ შეთანხმებამდე, რომ მშვიდად და სამართლიანად ჩატარდეს ქვეყანაში არჩევნები. მე მგონია, ისინი ამ გადაწყვეტილებისკენ ნაბიჯს გადმოდგამენ, ისევე, როგორც, ამ პაკეტში შეიძლება იყოს კიდევ სხვა საკითხები ამასთან ერთად, რომელიც ასევე პრინციპულია იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს“,- განაცხადა ბესელიამ.

იტვირთბა....