aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე მიგრანტებისა და ლტოლვილების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე მიგრანტებისა და ლტოლვილების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მიგრანტები და ლტოლვილები საბერძნეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ.

საბერძნეთში ამბობენ, რომ თურქი პოლიციელები ცრემლსადენი გაზის ავზებს საბერძნეთის ტერიტორიაზე, ბერძენი პოლიციელების შესავიწროვებლად ისვრიან, რათა თურქეთის ტერიტორიაზე მყოფ მიგრანტებსა და ლტოლვილებს საზღვრის გადაკვეთა გაუადვილდეთ.

24 საათის განმავლობაში საზღვრის გადაკვეთის 1 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი დააკავეს.

მიგრანტების უმრავლესობა ავღანეთისა და პაკისტანის მოქალაქეა.

იტვირთბა....