“მშვიდად ვარ, რომც ვერ მივიღოთ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა, ოპოზიციური ერთობით, კოორდინაციით მაჟორიტარების ნაწილში, გამარჯვება არის აბსოლუტურად შესაძლებელი. ჩემი მთავარი გზავნილიც ესაა – სისტემის მიუხედავად ერთობა შენარჩუნებულია და ეს ჩვენი მთავარი მონაპოვარია. უნდა ვიყოთ მხნედ, მინდა ყველა პოლიტპატიმარს მატროსოვის ციხიდან მოკითხვა შევუთვალო”
გიგი უგულავა, “ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი
ტელეკომპანია “ფორმულა”, “გიორგი თარგამაძის ფორმულა”
ეს განცხადება გიგი უგულავამ გიორგი თარგამაძესთან სატელეფონო ინტერვიუში გააკეთა.
შეგახსენებთ, 2019 წლის 10 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.