ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნიკოლოზ გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ნიკოლოზ გამყრელიძე ერთ-ერთია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ნიკოლოზ გამყრელიძემ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება გამოიჩინა და საავადმყოფოს თავად მიაკითხა.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აქვს მინიმალური სიმპტომები, ტემპერატურა 37. 3. სხვა გადახრები მას არ აღენიშნება. ის თავად მოვიდა აქ, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება გამოიჩინა, ასე უნდა იქცეოდეს ყველა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი, მე-13 შემთხვევა დაფიქსირდა.

იტვირთბა....