ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებას ავრცელეს.
მისი თქმით, დღეს ახალი კორონავირუსით ინფექციაზე ტესტირება კიდევ 17 ადამიანს ჩაუტარდება. მისივე ინფორმაციით, გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 21 პაციენტს, რომელთა პასუხები უარყოფითია.
„ამ დროისთვის ცენტრში გვყავს 46 პაციენტი. გუშინ ჩვენს ცენტრში მოთავსებულ 21 პაციენტს ტესტირება ჩაუტარდა და მათთან ყველა პასუხი იყო უარყოფითი. ნაწილმა დატოვა კლინიკა და გადავიდა საკარანტინო ზონაში, ხოლო ნაწილი, რომელსაც უარყოფითი პასუხი გვიან ღამით დაუდასტურდა, თანდათანობით დატოვებს ჩვენს ცენტრს. იმ პირების რაოდენობა, ვისაც ტესტირება დღეს დილისთვის უნდა ჩაუტარდეს, არის 17 პაციენტი,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.