aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“როცა რუსეთი დააგროვებს რესურსებს, თავდაჯერებულობას, მაშინ ნამდვილად საჭიროა ხელისუფლების ცვლილების უზრუნველყოფა” – პუტინი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამ დროისთვის რუსეთისთვის სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანია და ხელისუფლების ცვლილება საჭიროა მაშინ, როცა ქვეყანა საკმარის რესურსებს და თავდაჯერებულობას დააგროვებს. ამის შესახებ მან ივანოვოს ოლქში ისაუბრა, სადაც, Россия 24-ის ინფორმაციით, საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ვიდეოში, რომელიც გავრცელდა პუტინს მისი გეგმების შესახებ ეკითხებიან და ინტერესდებიან რატომ ამბობს “კატეგორიულ” უარს სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელობაზე და ხომ არ დაიღალა.

“საქმე არ არის იმაში, რომ დავიღალე და მინდა გვერდზე გავდგე. იცით, ნებისმიერი ადამიანი, თუ ის აღმოჩნდება ჩემს მდგომარეობაში, დარწმუნებული ვარ, მიიღებს ამას არა როგორც უბრალოდ სამსახურს, არამედ, როგორც ბედს. მე ამის მიმართ სწორედ ასეთი დამოკიდებულება მაქვს.

მე რისი მეშინია, რატომ არ მინდა ვადების შემცირება… საკუთარი თავის გამო არ ვშიშობ, მე ჭკუიდან არ გადავალ. საქმე ჩემში არ არის. ჩვენ ხომ ვცვლით კონსტიტუციას არა 5 ან 10 წლით, მინიმუმ 50 წლით. მე მგონია, რომ მომავლისთვის საჭიროა… საუბარი არაა დღევანდელზე, ახლა შეიძლება მართლაც უფრო მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ქვეყნის მშვიდი განვითარება. მაგრამ შემდეგ, როცა ქვეყანა დააგროვებს რესურსებს, თავდაჯერებულობას, მაშინ ნამდვილად საჭიროა ხელისუფლების ცვლილების უზრუნველყოფა”, – თქვა პუტინმა.

იტვირთბა....