ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან 6 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისის ინფექციური

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშიც ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე ჩატარებული ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

კლინიკიდან ამ ეტაპზე ექვსი პაციენტის ანალიზია გადაგზავნილი. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელიც საფრანგეთიდან დაბრუნდა.

ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე მკურნალობას ბოქსირებულ პალატაში განაგრძობენ.

გუშინ, 5 მარტს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ინფექცია გუშინ დაუდგინდა. ამ დრისთვის ვირუსი 9  ადამიანს აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული.

იტვირთბა....