ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებული 5 ადამიანიდან 3 ახალგაზრდა, 2 კი საშუალო ასაკისაა

5 ადამიანი, რომელთაც გუშინ საღამოს კორონავირუსი დაუდასტურდათ, სხვა პირებთან ერთად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ინფექციური საავადმყოფის დირექტორის, თეგზ ცერცვაძის ცნობით, ინფიცირებული პაციენტებიდან სამი ახალგაზრდა, ორი კი საშუალო ასაკის მოქალაქეა.

ყველა მათგანი იტალიაში იმყოფებოდა იმ 44 წლის მამაკაცთან ერთად, რომელსაც ინფექცია გუშინ დაუდასტურდა.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად სულ 24 ადამიანი იმყოფება. იტალიიდან ჩამოსულმა ორმა პირმა კლინიკას გვიან ღამით მიმართა. ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს სულ 4 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

“5 ადამიანი, როგორც კონტაქტურები გამოიკვლიეს და მათაც დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსით ინფექცია. ერთს აღენიშნება ტემპერატურა 37.3 და მსუბუქი ყელის ტკივილი. ხოლო დანარჩენებს ჩივილი არ აქვთ. ხუთივე იმყოფებოდა კონტაქტში რიგით მეოთხე ინფიცირებულთან, რომელიც მოვიდა თვითდინებით. მას შემდეგ დაიწყეს ამ პირთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის კვლევა, ასეთი აღმოჩნდა 20-ზე მეტი და ამ კვლევის შედეგად გამოვლინდა ეს ხუთი,” -განაცხადა ცერცვაძემ.

კორონავირუსი ამ დროისთვის 9 ადამიანს აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული.

იტვირთბა....