საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება კარანტინს ამ დროისთვის 162 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.
საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს, სადაც დეტალურად ისაუბრებს დაინფიცირებულ პაციენტებზე.