გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ყველაზე რთული მდგომარეობა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზეა, სადაც ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 175-ს აღწევს, გერმანიაში თითქმის ყველა ფედერალურ მიწაზე დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი, 340-ს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 95 000-ზე მეტია. გარდაიცვალა 3 286 ადამიანი, ხოლო 53 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.