ხაშურში 30 წლამდე ქალი დაჭრეს. “მეტრონომს” აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ხაშურის ცენტრში, გამვლელების თანდასწრებით, ქმარმა ცოლი დაჭრა.
დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მას ხაშურის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.