ინფექციური საავადმყოფს დორექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირებული მეოთხე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ცერცვაძის ცნობით, პაციენტზე პროტოკოლით გაწერილი დაკვირვება და გამოკვლევა მინდინარეობს, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს.
მისივე თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება.
“ეს ადამიანი საქართველოში დაბრუნდა პირველ რიცხვში დილით და იტალიაში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა. აეროპორტში მას სიცხე არ დაუფიქსირდა, წავიდა სახლში თვითიზოლაციაში. სახლში მისცა ტემპერატურამ. ამის მიუხედავად 2 დღე დარჩა სახლში. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სერიოზულია. მისი ტემპერატურა 37.5-ია. ვერ ვიტყვი, რომ მდგომარეობის კუთხით გაუმჯობესებაა, მარა არც გაუარესება არაა. არ არის ჩამოყალიბებული პლევმონია, არის ცვლილებები, რასაც სჭირდება დაკვირვება. მთელი რიგითი დაკვირვებები მიმდინარეობს. მდომარეობა ისეთია, რომ მის სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება, ეს კატეგორიულად შემიძლია ვთქვა. მარა ამ დაავადებას ახასიათებს ერთგვარი ვერაგობა, ამ დაავადების დროს საკმაოდ ხშირია მსუბუქი ან საშუალო სირთულით დაწყება და მერე დამძიმება. დღეს მას საფრთხე არ ემუქრება, მარა ის საჭიროებს ინტენსიურ დაკვირვებას, რომ არ დამძიმდეს”,-აცხადებს ტენგიზ ცერცვაძე.
ცერცვაძის ცნობით, პაციენტს ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და მათი ვინაობა იდენტიფიცირებულია..
საქართველოში ამ დროისთვის ვირუსი 4 შემთხვევა დაფიქსრირდა. ყველა დაინფიცირებული პაციენტი საქართველოს მოქალაქეა. ვირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.