“ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს კრიმინალები, ვინც არის დაკავებული კონკრეტულ საქმეებზე. ადამიანი, რომელიც 50 მილიონს იპარავს, უხერხულია დაარქვა პოლიტპატიმარი, უბრალოდ, უხერხულია. თქვენც, მე მგონია, რომ გეუხერხულებათ ამ კითხვის დასმა ჟურნალისტებს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, ამის მტკიცებულებები არსებობს, ვიდეოკადრები არსებობს, როგორ გამოჰქონდათ თანხები. შესაბამისად, საუბარი პოლიტპატიმრებზე, გიგი უგულავასთან მიმართებაში, ძალიან უხერხულია. მართლა იმ პატიმრებთან მიმართებაში, რომლებიც პატარა დანაშაულზე იხდიან სასჯელს”
კახა კალაძე – თბილისის მერი
განცხადება თბილისის მერმა გიგი უგულავას შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.