ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, დღეს სპეციალური ხსნარით N2 საბავშვო ბაღი დამუშავდა.

“სადეზინფექციო სამუშაოები ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებები ასევე გატარდება საჯარო სკოლებში, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში.

სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია გაეცნენ და პედაგოგებს გაესაუბრნენ”, – აღნიშნულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....