ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) არეულობა აფხაზეთში: ბჟანიას მხარდამჭერები ე.წ. პრეზიდენტს კაბინეტში მიუვარდნენ

საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია აფხაზეთში. “მეტრონომი” გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ მიუვარდნენ კაბინეტში აფხაზეთის პრეზიდენტად წოდებულ ვალერი ბგანბას, თვითგამოცხადებული ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის ე.წ. კანდიდატის, ასლან ბჟანიას მხარდამჭერები. აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტთან შეკრებილი, სოფელ ტამიშის მაცხოვრებლები (ბჟანიას მშობლიური ადგილი), ბგანბას გადადგომას მოითხოვენ.

ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბჟანიას გარეშე არჩევნები არ ჩატარდება, რომელიც მიმდინარე წლის 22 მარტს უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, ბჟანია და მისი დაცვის წევრები მოწამლეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს. როგორც “ინტერფაქსი” იუწყება, ბჟანია გამოვიდა კომური მდგომარეობიდან, თუმცა, გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ჯერჯერობით მზად ვერაა ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა აფხაზეთში, პრეზიდენტობის ე.წ. არჩევნებზე ბჟანიას წამლავენ. მსგავსი შემთხვევა უკვე მოხდა 2019 წელს.

 

 

იტვირთბა....