ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია მედიკამენტოზურ კომაშია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია ხელოვნურ მედიკამენტოზურ კომაშია. აღნიშნულ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

ბჟანია ამჟამად სოჭის ერთ-ერთ კლინიკაშია, საიდანაც მისი გადაყვანა კრასნოდარში იგეგმება.

ასლან ბჟანიას ახლო მოკავშირის, პოლიტილოგ რენატ კარჩაას ცნობით, ბჟანია, სავარაუდოდ, საკვებით მოწამლეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს უნდა გაიმართოს.

იტვირთბა....