კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირებული საქართველოს 44 წლის მოქალაქეა.
საქართველოს 44 წლის მოქალაქეა. ეს არის ჩვენს ცენტრში უკვე დაავადების მეოთხე შემთხვევა. განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა. დაწყებულია მკურნალობა. გუშინდელი დღის შემდეგ მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილურია,” – აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში ამ დროისთვის ვირუსი 4 შემთხვევა დაფიქსრირდა. ყველა დაინფიცირებული პაციენტი საქართველოს მოქალაქეა.