ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირის საბჭოს თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

ევროპის კავშირის საბჭოს პრესსპიკერის განცხადებით, ერთ-ერთი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს.

ინფიცირებული პირი ინფორმაციის უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელია. პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.

გავრცელებული ინფორმაციით, პარასკევს ევროკავშირის ჯანდაცვის მინისტრები საგანაგებო შეხვედრას სწორედ იმ შენობაში გამართავენ, სადაც ინფიცირებული მუშაობს. პრესსპიკერის თქმით, აღნიშნული შეხვედრა ჩატარდება და ამ ეტაპზე, რისკი არ არსებობს.

იტვირთბა....