მთავარი ციტატა

“თუ დიალოგის ჩაშლა გინდა, სალომე ზურაბიშვილი უნდა ჩართო”

“თუ რამე დიალოგის ჩაშლა გინდა, სალომე ზურაბიშვილი უნდა ჩართო. ეს ჩემი დამოკიდებულება არ არის. გვახსოვს მისი არია დიალოგის შესახებ. ის ვერ იქნება მედიატორი. ეს პლატფორმა ვერ იქნება გამოყენებული. მას არც არავინ თვლის წონიან სახელმწიფო ფიგურად. აქედან გამომდინარე, საპრეზიდენტო პლატფორმა ვერ იქნება გამოყენებული დიალოგისთვის”

გიორგი გუგავა – “ლეიბორისტული პარტიის” წევრი

“დიანა ტრაპაიძის დღის ამბები” – “ტვ პირველი”

ასე გამოეხმაურა გუგავა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებას დიალოგში მონაწილე მხარეებისთვის საპრეზიდენტო პლატფორმის შეთავაზების შესახებ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა, რომ “ძალაშია ჩემი წინადადება საპრეზიდენტო პლატფორმის შეთავაზების შესახებ, რათა არ შეწყდეს დიალოგი”.

იტვირთბა....