aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზურაბიშვილის პრეზიდენტობის 6 წელს შეგვიძლია დავაწეროთ – NO COMMENT და დავამთავროთ ყველაფერი” – ხუხაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რომ დაეცემინებინა, ვიტყოდი, რამე ხომ არ სჭირს-მეთქი და რა უნდა შევაფასო?” – ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.

როგორც ხუხაშვილმა “მეტრონომს” უთხრა, სალომე ზურაბიშვილი არ არის ადეკვატური იმ პრობლემების მიმართ, რომლებიც ქვეყანაშია.

“ზურაბიშვილის გამოსვლაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ის არ არის ადეკვატური იმ პრობლემების მიმართ, რომლებიც ქვეყანაშია.

მე ვფიქრობ, რომ მის გამოსვლას ასე უნდა შევხედოთ – უნდა ჩავრთოთ, თუ ეს აუცილებელია, დავაწეროთ – No comment, დაველოდოთ რაღაც პერიოდი და დავივიწყოთ. ეს არის მისი ფუნქცია, რაც მხოლოდ ამ გამოსვლით არ შემოიფარგლება. მისი პრეზიდენტობის 6 წელს შეგვიძლია დავაწეროთ – “No comment” და ამით დავამთავროთ ყველაფერი. ყველა მის გამოჩენაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ იმსახურებს”, – უთხრა გია ხუხაშვილმა “მეტრონომს”.

შეგახსენებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დღეს პარლამენტში, დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.

 

 

იტვირთბა....