აქტივისტებმა “ევროპული საქართველოს” ოფისთან აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ელენე ხოშტარიას მიერ საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერება გააპროტესტეს და მას სიმბოლური საჩუქრებიც მიუტანეს.
შეკრებილებმა პარტიის ოფისის კარებსა და კედლებზე სტიკერები გააკრეს და ელენე ხოშტარიას საპარლამენტო მანდატის დატოვებისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი აქციები უცვლელი მოთხოვნით ისევ გაგრძელდება.
“მოვუტანეთ მას “კომუნისტური შრომის დამრტყმელის” და “ოქტომბრელის” გულსაბნევი, მოვუწოდებთ ქალბატონ ელენეს, დატოვოს მანდატი,”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს, ოპოზიციონერი ტეპუტატები საყვირებით და საბჭოთა კავშირის ჰიმნით შეიჭრნენ.