ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით წარსდგება.

რაზე გაამახვილებს ყურადღებას პრეზიდენტი, დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ინფორმაციით, ის 2019 წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს შეეხება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას თქმით, კითხვები დაისმება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე რომელიც პრეზიდენტს ეხება.

“ის საკითხები, რომელიც პრეზიდენტს ეხებოდა და მისი მონაწილეობა იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყურადსაღები, ამ საკითხებზე ყველაფერზე დაისმება კითხვები,”- განაცხადა კახა კუჭავამ.

ცნობილია, რომ პრეზიდენტის გამოსვლას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს და არ დაესწრება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ფაქტობრივად არ ჰყავს, რადგან ის ივანიშვილის მიერ არის დანიშნული.

გამოსვლა 14:00 საათზე დაიწყება.

იტვირთბა....