კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ირანში პატიმრების სიჭარბის გამო 54 ათასი ადამიანი ციხიდან დროებით გამოუშვეს – ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრები გამოუშვეს მას შემდეგ, რაც მათ კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინდათ.
სასამართლოს ოფიციალური წარმომადგენლის, ღოლამჰოსეინ ესმაილის განცხადებით, მხოლოდ ის მსჯავრდებულები გამოუშვეს, რომლებსაც 5 წელზე ნაკლები ჰქონდათ მისჯილი.
შეგახსენებთ, ირანის 290-წევრიან პარლამენტში 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაციას ირანის პარლამენტის სპიკერი, აბდულ რეზა მისრი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით ირანში კორონავირუსის 2336 შემთხვევაა დადასტურებული, ინფიცირების 77 შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა.