ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის პარლამენტის წევრების 8%-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

ირანის 290-წევრიან პარლამენტში 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაციას ირანის პარლამენტის სპიკერი, აბდულ რეზა მისრი ავრცელებს.

“სიენენის” ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ირანის პარლამენტის წევრების საერთო რაოდენობის 8%-ია.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით ირანში კორონავირუსის 2336 შემთხვევაა დადასტურებული, ინფიცირების 77 შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა.

იტვირთბა....