მთავარი ციტატა

“არის პროგნოზი, რომ ტემპერატურის მომატებასთან ერთად, შეიძლება კორონავირუსის ინტენსივობამ იკლოს”

„ეს ინფორმაცია მითი არ გახლავთ, რადგან რესპირაციული ვირუსია და ზოგადად, რესპირაციული ვირუსებისთვის დამახასიათებელია სეზონურობა. არის პროგნოზი, რომ ტემპერატურის მომატებასთან ერთად, შეიძლება, ამ ვირუსის ინტენსივობამ იკლოს, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვირუსის ეს ქვეტიპი და შტამი ახალია, რომლის ისტორიაც მხოლოდ ორი თვეა. ჯერ არ იციან მეცნიერებმა კარგად ამ ვირუსის ქცევის ფორმატი. აქედან გამომდინარე, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, დიდი ალბათობით, ამ ვირუსის ვირულენტობა თანდათან შემცირდება“

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 3 შემთხვევა ფიქსირდება.

იტვირთბა....