საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ცოტა ხნის წინ, მედიასთან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ახალ მონაცემებზე ისაუბრა.
გამყრელიძის თქმით, ჩინეთში ეპიდსიტუაცია სერიოზულად უმჯობესდება.
“მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 92 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 80 000 შემთხვევა ჩინეთშია გამოვლენილი.
ჩინეთში, ბოლო ათი დღის განმავლობაში, აღინიშნება დინამიური შემცირება ახალი შემთხვევების. დღეს გახლავთ ყველაზე უფრო ნაკლები ახალი შემთხვევა – 123 და ყველაზე უფრო ნაკლები – 31 ლეტალური შედეგი. ჩინეთში ეპიდსიტუაცია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერიოზულად უმჯობესდება, თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემა კვლავ სერიოზული რჩება”, – უთხრა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.