ახალი ამბები მთავარი სამართალი

“იქ არის ბოთლი, რომელსაც მარიხუანას მოსაწევად გამოიყენებდნენ, ასევე, შპრიცები”- რა ხდება ქუთაისის სკოლაში

ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მარიხუანის მოხმარების ფაქტი გამოვლინდა. სასწავლო დაწესებულების სარდაფში დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა და სურათები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ეს შემთხვევა პირველი არ არის და როგორც მოსწავლეები, ასევე უცნობი პირები ტერიტორიაზე მარიხუანას ხშირად მოიხმარენ.

ამის შესახებ წყარო “კურიერს” ესაუბრა.

იქ არის ბოთლი, რომელსაც მარიხუანას მოსაწევად გამოიყენებდნენ, შპრიცები. როგორც მაქვს ინფორმაცია, ხშირად ხდება მსგავსი ფაქტები და იქ იკრიბებიან ახალგაზრდები, მოწყობილია დასაჯდომები, მაგიდა და ა.შ.”- განაცხადა წყარომ.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

იტვირთბა....