“როცა საქმე სირიელ ლტოლვილებს ეხება, თურქეთმა თავისი პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ ევროკავშირმა 18 მარტს მიღებული დეკლარაციის პირობები არ შეასრულა და აგრძელებს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას. ჩვენ ვითხოვთ, რომ ევროკავშირმა სამართლიანად გადაინაწილოს ეს ტვირთი. მათი შეპირებული 1 მილიარდი ევრო აღარაფერში გვჭირდება”
რეჯეფ ტაიფ ერდოღანი – თურქეთის პრეზიდენტი
შეგახსენებთ, თურქეთმა მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სირიის იდლიბის პროვინციაში ასადის ჯარებმა და მისმა მოკავშირეებმა 33 თურქი სამხედრო მოკლეს. ანკარა რამდენიმე თვის მანძილზე საუბრობდა, რომ იდლიბიდან დამატებით დევნილთა ნაკადს ვეღარ გაუმკლავდებოდა და საზღვრებს ევროპისკენ გახსნიდა. ამ დროისთვის თურქეთში 3.7 მილიონი სირიელი ლტოლვილი იმყოფება.